მაია ფანჯიკიძე - ევროკავშირთან სამუშაო ვიზები შორეული პერსპექტივაა

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია სამუშაო და სტუდენტურ ვიზებს არ გულისხმობს.

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა საქართველოში მიმდინარეობს და მისი პირველი ფაზა ზაფხულის არდადეგებამდე სრულდება.

"ეს არის საკანონმდებლო ფაზა, ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომლის განხორციელება მეორე ფაზის საშუალებით უნდა დაიწყოს. მეორე ფაზა ზაფხულის შემდეგ დაიწყება; ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2016 წლისთვის და ეს არის საუკეთესო პროგნოზი, ჩვენ მივაღწევთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს არის მოკლევადიანი ვიზები, 90 დღე 180 დღის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეს, ჩვეულებრივი, ორდინალური პასპორტით საშუალება ექნება შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შევიდეს. ეს არ ნიშნავს არც სტუდენტურ და არც სამუშაო ვიზას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის განმარტებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცე გულისხმობს რამდენიმე თავისუფლებას. კერძოდ, ეს თავისუფლება ოთხიდან სამ კომპონენტს ეხება.

"ეს არის კაპიტალი, სერვისები და პროდუქცია. ხოლო მეოთხე- სამუშაო სივრცე, ადამიანების შრომითი დასაქმება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ასე რომ, ეს რეჟიმი მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უვიზოდ შევიდეს შენგენის ქვეყნებში, მაგრამ იგი არ იძლევა მუშაობის ნებართვას. სამუშაო ვიზებზე ჯერ საუბარი არ არის და ეს ძალიან შორეული პერსპქტივაა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე