სოზარ სუბარი - ბათუმის #3 დაწესებულება პირველია საქართველოში, რომელიც ელექტრონულად იმართება

ბათუმის #3 დაწესებულება პირველია საქართველოში, რომელიც ელექტრონულად იმართება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა ბათუმის რეაბილიტირებული დაწესებულების გახსნის დროს განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბათუმის ციხე იყო ყველაზე ძველ და ცუდ დაწესებულებათა შორის, რომელიც საქართველოში არსებობდა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა იყო მყარი და გარემონტდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

"საქართველოში იყო სამი ყველაზე ძველი და ყველაზე ცუდი დაწესებულება. ეს იყო თბილისის E#1, ზუგდიდის #4 და ბათუმის #3 დაწესებულებები. თბილისის და ზუგდიდის დაიხურა სამუდამოდ, რადგან აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. ძველ ხელისუფლებას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბათუმის დაწესებულება უნდა გადაეტანათ ლაითურში, ხოლო ეს დაეხურათ, მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან მოუხერხებელი პოლიციის, პროკურატურის, ადვოკატის და ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ ადგილზე ან ახალი აგვეშენებინა ან ეს გაგვერემონტებინა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ შენობა იყო მყარი და შესაბამისად, გარემონტდა. პრაქტიკულად, ევროპული სტანდარტების დაწესებულებაა. ოფიციალურად, InterPressNews.Geიყო 560 პატიმარზე გათვლილი, თუმცა ამ ციხეში 1000 კაცზე მეტიც ყოფილა. ნახევარი კვადრატული მეტრიც არ მოდიოდა პატიმარზე, დღეს კი 4 კვადრატული მეტრი მოდის ერთ პატიმარზე და გათვლილია 230 ადამიანისთვის. პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სრულად არის ავტომატიზებული და იმართება ელექტრონულად. ნებისმიერი კარის გაღება ელექტრონულად ხდება. გარდა ამისა, ვიდეოგადაღება მიმდინარეობს ყველგან, გარდა უშუალოდ საკნებისა. თუმცა, განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრების საკნები და საიზოლაციო საკნები არის ვიდეოგადაღებით აღჭურვილი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სრული რემონტისთვის 3 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

"პირველად გაკეთდა გრძელვადიანი პაემნების ოთახი, რომელიც სასტუმროს უფრო ჰგავს, ვიდრე საკანს. მთლიანად ახალი გალავანი გაკეთდა, რადგან ძველი იყო მორღვეული. წყლის სისტემა გაიმართა სრულად. სამედიცინო დაწესებულება არის მაღალი სტანდარტის. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტიც ფუნქციონირებს. მოხდა იატაკის და ჭერის არმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან გაქცევა შეუძლებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალი დონის დაწესებულება, სადაც დაცულია ყველა პირობა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დაწესებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2013 წლის აპრილში დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის