თბილისში ახალი ქორწინების სახლი იხსნება

თბილისის იუსტიციის სახლში დღეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი გაიხსნება. პირველ წყვილს – ნიკა ჩიტიშვილსა და ასმათ ნასყიდაშვილს თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმასპინძლებს და ქორწინების სახლს მათთან ერთად გახსნის.

მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და დღეიდან საქართველოში ყველა დაქორწინებულ წყვილს ახალი დიზაინის, ორიგინალური ქორწინების მოწმობა გადაეცემა.

ცნობისთვის, იუსტიციის სახლში, სანაპიროს ქუჩა #2–ში მდებარე ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი (დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე.

აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური შაბათ–კვირას – 150 ლარი, ხოლო სხვა ნებისმიერ სამუშაო დღეს 90 ლარი იქნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია