გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება გამართლებულია

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარით დაფინანსებას გამართლებულად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება, 20%-ისთვის კი ეს ინფორმაცია ცნობილი იყო.

ხოლო კითხვაზე – ამართლებთ თუ არა იმას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 25 მილიონ ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვამართლებ – 55%, არ ვამართლებ – 21%, არ ვიცი - 22%, უარი პასუხზე – 1%.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 75%-მა ასევე არ იცოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4,5 მილიონი ლარი, რომელიც ოთხ რელიგიურ კონფესიაზე (კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი) გადანაწილდება. გამოკითხულთა მხოლოდ 31% ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, 39% - არ ამართლებს, 28%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია