"საზოგადოება და ბანკები" ეკონომიკურ მედია სკოლას ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ეკონომიკურ მედია სკოლას ხსნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება – ეკონომიკის ძირითადი ცნებების, თეორიების და კატეგორიების შესწავლა.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია Junior Achievement-თან ერთად ხორციელდება, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს.

ეკონომიკური მედია სკოლის პირველი ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 18 მედია საშუალებას წარმოადგენენ.

ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს Junior Achievement-ის ტრენერები და მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ.

სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მედია სკოლის ტრენინგები 13 მაისიდან დაიწყება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა