კახა კუკავამ და "ტფილისის ჰამქარმა" მემორანდუმი გააფორმეს

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და "ტფილისის ჰამქარმა" მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" აცნობეს, მემორანდუმის თანახმად მხარეები თანხმდებიან, რომ გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, აუცილებელია: მოედანზე არსებული შენობები გადაეცეს თვითმმართველობას; გამოცხადდეს კონკურსი მათი სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე; თვითმმართველობამ გაასხვისოს ობიექტები და აუქციონის პირობებში გაიწეროს სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები, წესები და პირობები; ასევე, მემორანდუმის თანახმად, ამ პროცესის მონიტორინგი განახორციელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საექსპერტო ჯგუფებთან ერთად, "ტფილისის ჰამქრის" ჩათვლით, რომელიც ამ ისტორიული მოედნის შენარჩუნებისთვის წლების მანძილზე იბრძოდა.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია