მანანა ქოჩლაძე - "დარიალიჰესის" მშენებლობის ადგილი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით შესწავლილი არ ყოფილა

ტერიტორია, სადაც "დარიალიჰესის" მშენებლობა მიმდინარეობდა, არ იყო შესწავლილი არც ჰიდროლოგური და არც გეოლოგიური თვალსაზრისით.

ამის შესახებ BPN-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩალძენ განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ მთის მასის ჩამოწოლის მიზეზი სწორედ ჰესის მშნებლობა გამხდარიყო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდნენ, რომ წყლის მასის 80-90%- ის გვირაბში გატარების შემდეგ, შენაკადებიდან წამოსული ნაშალი ამოვსებას დაიწყებდა და დაახლოებით ისეთ შედეგს მიიღებდნენ, როგორის დღეს მოხდა.

მანანა ქოჩლაძე იხსენებს, რომ მათ სასამართლოსაც მიმართეს, რათა გაეუქმებინათ ჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გამოიწვევდა.

დარიალის ხეობაში დღეს მთის მასა ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. მთის მასაში მოყოლილი არიან ადამიანები, რომლებიც "დარიალიჰესის" მშენებლობაზე მუშაობდნენ. 15-მდე მათგანის ცოცხლად გამოყვანა უკვე მოხერხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო