1, 2 და 3%-იანი სესხები საკმაოდ მიმზიდველია იმისთვის, რომ საქართველოში ახალი ბიზნესები დაიწყოს, - ამის შესახებ ფინანსთამინისტრმა ნოდარ ხადურმა "ექსპო ჯორჯიაში" პროექტ "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში პროცენტის სუბსიდირების შემდეგ, რომელიც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და პრემიერის დავალებით ანალოგიური პროექტის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებულ.
"მე ვფიქრობ, რომ 1, 2 და 3%-იანი სესხი, რაზეც იყო საუბარი ვიცე-პრემიერის გამოსვლაში, საკმაოდ მიმზიდველია იმისათვის, რათა ახალი ბიზნესები დაიწყოს საქართველოში", - აღნიშნა ხადურმა.