თამარ მეფის სავარაუდო საფლავთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო მეცნიერებისა და ისტორიკოსების საბოლოო სიტყვას ელოდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის თქმით, თამარ მეფის სავარაუდო საფლავთან დაკავშირებით ინფორმაცია მათთვისაც არის ცნობილი.
"მაგრამ ახლა ჩვენ ველოდებით მეცნიერებისა და ისტორიკოსების საბოლოო სიტყვას და თუ საჭირო იქნა, კულტურის სამინისტრო მზად არის ჩაერთოს პროცესში. თუ საჭირო იქნება შემდეგ გავაგზავნით ხალხს", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.