ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის" გაიმართა

განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, თანამშრომლობის პირველი ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის" გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უკვე არსებული პროგრამების განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანთლებლო პროგრამების შესაქმნელად.

"ღონისძიების ფორმატი მოწვეულ სტუმრებს საშუალებას აძლევდა მოესმინათ მშენებლობის მიმართულებით საინტერესო მოხსენებები, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში და სამუშაო ჯგუფებში შემდეგ თემატიკასთან დაკავშირებით: რა ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალი 10 წლის განმავლობაში სამშენებლო ბიზნესში, რა გავლენა აქვს მას მომავალ საკვალიფიკაციო მოთხოვნაზე და რა კეთდება ამ მხრივ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისათვის;

ახალი მოთხოვნების მიხედვით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად რა სამომავლო გეგმები არსებობს სამშენებლო სექტორში შენობების უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა, სამუშაო უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა გამოწვევების წინაშე დგას არქიტექტურა და დიზაინი; როგორ შეიძლება გამოსწორდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და სამშენებლო სექტორს შორის და როგორ მუშაობს მშენებლობის სფეროში უმაღლესი და პროფესიული განათლება ერთობლივად", - აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, კერძო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული გამოფენის მეშვეობით, უფრო ახლო გაეცნენ არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებსა და მათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ თანამშრომლობას.

ფორუმი გახსნეს GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა - მარიტა რიდელმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - ქეთევან ნატრიაშვილმა.

ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, მშენებლობის სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა