მოქალაქის პორტალს MY.GOV.GE ახალი ელექტრონული სერვისები დაემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ მოქალაქის პორტალზე (MY.GOV.GE) ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაცია დაასრულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან აცნობეს, დღეიდან ყველა დაინტერესებულ მომხარებელს პორტალის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს საკუთარი ან სხვა პიროვნების სტატუსი აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში გადაამოწმოს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელმა სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ უნდა აირჩიოს სექცია "მოვალეთა რეესტრი".

"თუ აღნიშნული პიროვნება არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, სისტემა მომენტალურად გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას, ხოლო თუ მომხმარებელს სურს ამავე რეესტრში სხვა პიროვნების სტატუსის გადამოწმება, ამისათვის საჭიროა შეივსოს "მოვალის ინფორმაციის საძიებო ფორმა", - განმარტავენ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები.

"მომხმარებელს საშუალება აქვს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით ისარგებლოს სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგოს როგორც დრო, ისე ფინანსური რესურსები", - განმარტავენ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქის პორტალით MY.GOV.GE სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.

მოქალაქის პორტალის მეშვეობით მომხმარებელს ასევე შეუძლია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და პასუხიც პორტალზევე მიიღოს.

ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოქალაქის პორტალზე ყველა ელექტრონული სერვისი შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე განთავსებულია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის