სვეტიცხოვლის ტაძარში მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი გერმანია-ავსტრიის ეპისკოპოსად აკურთხეს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

წირვის დაწყებამდე პატრიარქმა გერმანია-ავსტრიის მღვდელმთავარი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად აკურთხა. იღუმენი ლაზარე გერმანია-ავსტრიაში მღვდელმთავრად წმინდა სინოდის სხდომაზე 3 ივნისს დაადგინეს. მასთან ერთად წმინდა სინოდის სხდომაზე, უცხოეთში კიდევ სამი ახალი მღვდელმთავარი გამოარჩიეს, რომელთა კურთხევაც ასევე სვეტიცხოველში მოხდება.

ეპისკოპოსად კურთხევამდე იღუმენმა ლაზარემ სპეციალური ლოცვები წაიკითხა, რომლითაც პატრიარქისა და მრევლის წინაშე თავის მრწამსით ღვთისადმი და მართლმადიდებლობისადმი ერთგულება აღიარა.

ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფე ლაზარეს საღვთო ლიტურგიაზე როგორც ეპისკოპოსის თანამსახურების კურთხევა მისცეს.

მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა