ძლიერი წვიმების შედეგად ქუთაისში მდინარე ოღასყურა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის სახლები დატბორა. ასევე, სტიქიამ ზიანი მიაყენა ბუხაიძის ქუჩის ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორუსებსა და სუპერმარკეტებს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული, რომელიც მდინარეზე გამწმენდ სამუშაოებს აწარმოებს.