ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დაისეტყვა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი - კარსუბანი, ვარდისუბანი და ჩადუნიანი დააზარალა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება , დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

წუხელ სოფელ კართუბანში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა. ლაგოდეხის გარდა, ძლიერმა წვიმამ ყვარლის რაიონის სოფელი ახალსოფელიც დააზარალა. სტიქიით გამოწვეულ ზარალს, სპეციალურად შექმნილი კომისიები დაითვლიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია