ეკონომიკის სამინისტრო 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანების აკრძალვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანების აკრძალვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს".

"განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და პუბლიკაციის სათაურშიც არასწორადაა დასმული აქცენტი. არც აზერბაიჯანში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ აკრძალულა 2005 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების ექსპლუატაცია, აიკრძალა მხოლოდ ასეთი (ევრო 4-ზე ნაკლები ეკოლოგიური ნორმების) ავტომობილების იმპორტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაში არსად არის გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები და აკრძალვები", - აცხადებენ უწყებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ღონისძიებების განხორციელება არ იგეგმება და არც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს ავტომატურად ევრო-4-ზე ნაკლები ეკოლოგიური სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ან ექსპლუატაციის აკრძალვას.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის უწყებაში განმარტავენ, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ავტომობილების ეკოლოგიურობას ითვალისწინებს. შეთანხმებით გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების განხორციელება ევროპული დირექტივის (Directive No2009/40/EC) მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის და შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

დირექტივის მოთხოვნები ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ პარამეტრებს და ამ პარამეტრების ტესტირების მეთოდებს. ამ მოთხოვნებით ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მიუხედავად მისი გამოშვების თარიღისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა