თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უგულავას დაკითხვაზე დაბარება  საზღვარგარეთ  გამგზავრებას უკავშირდებოდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარება, საზღვარგარეთ მის გამგზავრებას უკავშირდებოდეს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას საკითხს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც ხვალ გაიმართება.

"ხვალ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გვაქვს და განვიხილავთ ამ საკითხსაც. თუ გაირკვა, რომ ბატონ უგულავას სურდა ქვეყნის დატოვება, როგორც თავად აღნიშნა, არ გამოვრიცხავ, რომ ამის საპასუხო რეაქცია იყო მისი დაბარება საგამოძიებო სტრუქტურაში. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, პრივილეგია, ეს არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივისტს მიეცეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. თუ უგულავა მიბრძანდებოდა საზღვარგარეთ, არა მგონია, რომ იქ საარჩევნო კამპანიის გამართვას გეგმავდა. მაგრამ ეს საკითხი განსახილველია და ამ თემაზე ხვალ ვიმსჯელებთ”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიგი უგულავამ გუშინ განაცხადა, რომ საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი აქვს შეხვედრა ლორდ ჰარისთან, უკრაინაში - კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო მოლდოვაში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გადაწყვიტა, თბილისში დარჩეს და საგამოძიებო უწყებაში მივიდეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის