ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა

ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრაილერი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა აცნობეს, ზესტაფონიდან ქუთაისის მიმართულებით მანქანებს არ უშვებდნენ და საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ბაღდათის გავლით იყო შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრაილერი გადატრიალდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. უწყების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლ ქალბატონს.

შსს-ს ცნობით, საავტომობილო გზა უკვე გახსნილია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია