მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა

მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ყვითელი ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, #19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

კომპანია მძღოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.  უწყებაში ამ ეტაპზე, მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის