მოსახლეობისთვის სოციალური ტყეკაფები უკვე გამოყოფილია. ამასთან, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში ოჯახზე განსაზღვრული შეშის მოცულობა იზრდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა (OECI) მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამსახურის მთავარი მეტყევის კახა მწითურის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის გამოყოფილი საშეშე ხე–ტყის მოცულობა 15 მეტრ-კუბი იქნება.
"ცვლილება ობიექტური რეალობითაა გამოწვეული. წელიწადში 7 მეტრ-კუბი შეშა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის", – ამბობს კახა მწითური.