პოლონეთმა ვარშავაში რუსეთის წლის, ხოლო მოსკოვში პოლონეთის წლის აღსანიშნავი ღონისძიებები გააუქმა

პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2015 წელს დაგეგმილი, პოლონეთში რუსეთის წლის და რუსეთში პოლონეთის წლის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის მოვლენების და "ბოინგ 777"-ის კატასტროფის გამო მიიღო.

როგორც პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში განაცხადეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ და კულტურის მინისტრმა მალგოჟატა ომილანოვსკამ ჩათვალეს, რომ შეუძლებელია ამ ღონისძიებების აღნიშვნა, "გამომდინარე არსებული პოლიტიკური ვითარებიდან და ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება".

რუსეთი და პოლონეთი აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაზე 2013 წლის ბოლოს შეთანხმდნენ.

პოლონეთის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენელი, ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს, მოსკოვს ჯერ არ მიუღია პოლონეთისგან ღონისძიებების გაუქმების შესახებ ოფიციალური შეტყობინება. ლუკაშევიჩის განცხადებით, პოლონეთში რუსეთის წლის, ხოლო რუსეთში პოლონეთის წლის აღნიშვნა რუსი და პოლონელი ხალხის დაახლოებას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

"თუ პოლონეთის მთავრობამ ასეთი ნეგატიური არჩევანი გააკეთა, აქ ზედმეტი კომენტარები, როგორც იტყვიან, უადგილოა", -განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავინდებურად მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლონეთსა და რუსეთს შორის კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის