კიევში ქართველი "კანონიერი ქურდები" "კუწუ" და "კახელო" დააკავეს

კიევში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, იგივე "კუწუ" და "კახელო" დააკავეს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი არ კონკრეტდება. უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე მათგანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, "კუწუ" დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც იმ კრიმინალურ დაჯგუფებებს აკონტროლებდა, რომლებიც მძიმე დანაშაულებებს სჩადიოდნენ. მას ჰყავდა "მაყურებლები" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ე.წ. "ობშჩიაკს" აკონტროლებდა.

"კუწუ", რომელიც საქართველოსა და რუსეთში არაერთგზის იყო ნასამართლევი, 2007 წელს უკანონოდ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ქვეყნის ხელისუფლებამ 2012 წელს მას უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა და ქვეყნიდან გააძევა. ამის მიუხედავად, ის უკრაინაში კიდევ ერთ "კანონიერ ქურდ" "კახელოსთან" ერთად დაბრუნდა და დამნაშევეთა ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში, რომლებიც მოროდიორობით, ყაჩაღური თავდასხმებით და მკვლელობებით იყვნენ დაკავებული.

ამ დროისთვის დამნაშავეები უკრაინაში უკანონოდ მყოფი უცხოელების დროებითი მოთავსების პუნქტში იმყოფებიან. სამართალდამცველები საჭირო მასალებს აგროვებენ, რათა 5 წლის ვადით მათი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია