"ლიბერთი ბანკმა" ახალი სერვისცენტრი ბაღდათში გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლიბერთი ბანკიდან" აცნობეს, ბანკი ფილიალებისა და სერვისცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს.
ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ ბაღდათში, წერეთლის ქ. #12-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
ბანკის ინფორმაციით, სერვისცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
"ლიბერთი ბანკმა" ბოლო 5 წლის 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვისცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.