ზაპოროჟიეს ოლქში ტონაზე მეტი ამპუტირებული კიდური აღმოაჩინეს

ზაპოროჟიეს ოლქში, კამიშევახას დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში, სამართალდამცავებმა ტონაზე მეტი "კლინიკური ნარჩენები" , მათ შორის ამპუტირებული კიდურები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს კავშირი აქვს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობასთან. გაირკვა, რომ ეს ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუნიციპალურ სახსრებს ითვისებდა, რომელიც გამოყოფილი იყო ე.წ. კლინიკური ნარჩენების, მათ შორის სხეულის ამპუტირებული კიდურების კრემაციის გზით განადგურებისთვის.

დადგენილია, რომ ზაპაროჟიეს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ასრულებდა შეთანხმებას "კლინიკური ნარჩენების" დასამარხად და ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ითვისებდა. მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ 170 000 უკრაინული გრივნა შეადგინა.

კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სპეციალიზებული იყო საშიში ნარჩენების, მათ შორის კლინიკური (ბიოლოგიური) ნარჩენების უტილიზაციაზე. კლინიკურ ნარჩენებში შედიოდა ოპერაციების შედეგად მოკვეთილი კიდურები, აბორტის შედეგად ამოკვეთილი ემბრიონები, ვეტერინარული პრაქტიკის დროს გამოყენებული ნარჩენები და ა.შ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა