ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან აქცია მიმდინარეობს

ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონთან ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა თამაზ გოგიბერიძემ განუცხადა,ქრისტიანებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მუსლიმური დაწესებულების არსებობა. მისივე თქმით, გასარკვევია, კანონმდებლობის ჩარჩოებში ჯდება თუ არა პანსიონის გახსნა.

"თუ ქართული სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არის კანონიერი ქმედება, ანუ უფლება აქვს მიცემული განათლების სამინისტროს, გამგეობას რომ აქ გაიხსნას ეს დაწესებულება, ჩვენ ყველანი წავალთ აქედან", - აღნიშნა თამაზ გოგიბერიძემ.

ქობულეთში მუსლიმურ პასნიონთან იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში გიორგი ჩარკვიანი, რომელიც საკითხს სწავლობს.

გუშინ, მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი პასნიონის კარზე მიამაგრეს. ღორის თავი სასწავლებლის კარიდან უკვე ჩამოხსნილია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის