გოეთეს ინსტიტუტში, ხვალ ქართველი გამომცემლებისთვის სამდღიანი სემინარი გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ინიციატივით და მხარდაჭერით, ასევე გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელშეწყობით ხორცილედება.
სემინარებს გერმანელი ექსპერტები: ელკე ფურმანი (გამომცემლობა Fischer) და ვოლფგანგ ფერჩელი (გამომცემლობა Knaus) გაუძღვებიან, თემაზე - "საერთაშორისო უფლებები და საგამომცემლო მენეჯმენტი". პროფესიულ სემინარებში მონაწილეობას 25-მდე ქართული და უცხოური ორგანიზაციის და გამომცემლობის წარმომადგენელი მიიღებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სემინარების მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი გამომცემლების პროფესიულ განვითარებას. სემინარების მონაწილეები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას საავტორო უფლებებთან დაკავშირებული, მსოფილიოში დამკვიდრებული, საერთაშორისო სტანდარტების შესახებ და ასევე, მცირე და საშუალო საგამომცემლო სახლების მუშაობის პრინციპებს და დასავლელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნობიან.
სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემლობები: "პალიტრა L", გამომცემლობა "ინტელექტი", Lit.ge, გამომცემლობა "აზრი", გამომცემლობა "საქართველოს მაცნე", გამომცემლობა "უსტარი", გამომცემლობა "ზებრა გრუპ", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", გამომცემლობა "პედაგოგიკა", გამომცემლობა "დიოგენე", "ქარჩხაძის გამომცემლობა", გამომცემლობა "ელფი", გამომცემლობა "სიესტა", გამომცემლობა "ბაკმი", გამომცემლობა "ლოგოს პრესი", გამომცემლობა "არტანუჯი", "ჰაინრიხ ბიოლის ფონდი", თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა.