სპორტის უნივერსიტეტში დღეს სწავლა დაიწო

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს სწავლა დაიწო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პირველი სპორტული საგანმანათლებლო დაწესებულება იყო და მას ქართული სპორტის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ისეთი სახელოვანი სპორტსმენები, როგორებიც არიან მოჭიდავეები გივი კარტოზია, დავით ციმაკურიძე, გოგი სხირტლაძე, ვახტანგ ბლაგიძე, მუხრან ვახტანგაძე; ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი - რაფაელ ჩიმიშკიანი, მოცურავე - ბორის ნიკიტინი, მაგიდის ჩოგბურთი - სარქის სარხოიანი; ფეხბურთელები - ბორის სიჭინავა, ნოდარ ლეჟავა, გოჩა გავაშელი. 2009 წელს უნივერსიტეტი დაიხურა და ბაზები გაიყიდა, მაგრამ 2014 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის თაოსნობითა და ძალისხმევით, უნივერსიტეტმა ფუნქციონირება დაიწყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა