მერიის მხარდაჭერით თბილისი Photo Festival 2014 გაიმართება

თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-5 ოქტომბერს თბილისი Photo Festival 2014 გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიდიან აცნობეს, ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, მწერალთა სახლში ფესტივალის ორგანიზატორებმა იმსჯელეს.

როგორც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჩახავამ განაცხადა, მერია აქტიურად უჭერს მხარს ფესტივალს, როგორც დედაქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს.

მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა ფოტოხელოვანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები გააცნონ მსოფლიოში აღიარებულ ფოტოგრაფებს. მისივე თქმით, მერია ფესტივალის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ფესტივალი წელს საიუბილეო, მეხუთე წელს აღნიშნავს და წლევანდელი პროგრამა ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

თბილისი Photo Festival 2014 ხვალ აბანოთუბანში, ლეღვთახევში უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გახსნება.

ფესტივალის ფარგლებში, "თი-ბი-სი გალერეაში" მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია