RMG-მ ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს მოხუცთა საერთაშორისო დღე მიულოცა

კომპანია RMG-მ ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს მოხუცთა საერთაშორისო დღე მიულოცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს , RMG განაგრძობს ბოლნისის რაიონში სოციალური პროექტების განხორციელებას. კომპანიის წარმომადგენლები ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრნენ.

კომპანია RMG-იმ მოახლოებული ზამთრისათვის ცენტრის შენობაში გათბობის სისტემა დაამონტაჟა, რათა მოხუცებულებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. კომპანიის წარმომადგენლებმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად ტკბილეულიც მიუტანეს.

"როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობათა დღის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 250-მდე ხანდაზმულს ემსახურება. მიუხედავად გარკვეული მხარდაჭერისა, რომელსაც დღის ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებს, მოხუცებს მაინც სჭირდებათ მუდმივი თანადგომა და ყურადღება. სწორედ ამიტომ, კომპანია RMG-მ მოახლოებული ზამთრისათვის დღის ცენტრის შენობაში გათბობის სისტემის დამონტაჟება გადაწყვიტა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ის მცირედი კომფორტი, რომელიც იქ მისულ მოხუცებს ოქტომბრიდან დახვდებათ, კიდევ უფრო ღირსეულ გარემოს შეუქმნის ცენტრის ბენეფიციარებს", - აღნიშნა კომპანია RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატალი ნოზაძე.

ხანდაზმულთა დღის ცენტრს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ეგიდითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს, ყოველდღიურად 30-მდე მოხუცი სტუმრობს. ისინი დღის განმავლობაში ხელსაქმით, სიმღერით, გალობით და სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებულები.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური ცენტრი უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კომპანია RMG-მ გამოიჩინა კეთილი ნება და იზრუნა იმაზე, რომ ცენტრში მოსულმა ხანდაზმულებმა ზამთარი თბილად გაატარონ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა მედეა მარღანია-ავალიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია