თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტულმა ცენტრმა ყინულის მოედანზე ყოველდღიური სპორტული ვარჯიში განაახლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრიდან აცნობეს, ვარჯიშები ოქტომბრის თვიდან განახლდა.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფებში ბავშვები 4 წლის ასაკიდან მიიღებიან.
შაბათს და კვირას 18.00 საათიდან 20.00 საათამდე მოედანი ეთმობა ნებისმიერი ასაკის ფიგურული სრიალის მოყვარულებს.