თეა წულუკიანი გივი თარგამაძეს "კანონიერი ქურდების მამას" უწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გივი თარგამაძეს "კანონიერი ქურდების მამას" უწოდებს.

ამგვარად წულუკიანმა თარგამაძე გადაცემა "არჩევანში" იმ შეკითხვაზე საპასუხოდ მოიხსენია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ე.წ. კანონიერი ქურდების მფარველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

გადაცემის წამყვანმა შეკითხვა იმ კონტექსტში დასვა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდის, "რემენას" კვალი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაუჩინარდა. "კანონიერი ქურდების მამა და სპეციალისტი ერთის მეტი მე არ ვიცი, ესაა გივი თარგამაძე", - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ბმული: "კანონიერი ქურდების" "მამა" მე ვიცი ერთი: ეს არის გივი თარგამაძე - თეა წულუკიანი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე