მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად) წოდებული, უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი გალილეაში დაიბადა.
წმინდა მოციქულმა უფლის სიტყვა ინდოეთში იქადაგა, სადაც უამრავი ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნეობაზე მოაქცია და სასწაულები აღავლინა.
წმინდა თომა მოციქული ქალამიდიის მეფის მუზდის ბრძანებით შუბებით განგმირეს. მისი წმინდა თავის ქალა სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.