ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ი.ჩ., რომელსაც საბაჟო პროცედურების დროს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის პრეპარატები - "ბელატამინალი" (9 კაფსულა) და "ფენაზეპამი" (8 კაფსულა) - აღმოაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, იმავე დღეს სგპ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ს.ა., რომელსაც მებაჟე ოფიცრებმა ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის პრეპარატი "ტრანკიმაზინ რეტარდი"(34 აბი) აღმოუჩინეს.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია