ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში ხვალ ახალ სავიზო პოლიტიკაზე ისაუბრებენ

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში, ხვალ ანალიტიკურ დოკუმენტზე "უვიზო მიმოსვლა ევროპაში - საქართველოს პერსპექტივასა" და ახალ ბროშურაზე "როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?" ისაუბრებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სავიზო პოლიტიკას და მის გავლენას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კერძოდ: რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განეხორციელებინა და რამდენად რეალურია, რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გაუძღვებიან და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ პოლონეთის შტეფან ბატორის ფონდის წარმომადგენელი კრჟიშტოფ მროზეკი და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე. მოხსენებებს გააკეთებენ: ნინო სარიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისიდან, თიკო ტყეშელაშვილი- მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტიდან, ლაშა ტუღუში - ევროპული ინიციატივა- ლიბერალური აკადემიიდან. სემინარის მოდერატორია რეფორმების ასოციაცია GRASS-ის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია