კომპანია "ეივონი" ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ მსვლელობას გამართავს

კოსმეტიკური კომპანია "ეივონი", დღეს, მასშტაბურ მსვლელობას გეგმავს, რომლის მიზანია მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ.

კომპანიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ასობით წარმომადგენელი და თანამშრომელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და რუსთავში.

ყველა აღნიშნულ ქალაქში ვარდისფერ სამოსში ჩაცმული აქციის მონაწილეები მსვლელობას ცენტრალურ ქუჩებში მოაწყობენ, დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ქალბატონებს მოუწოდებენ, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა.

თბილისში მსვლელობა 13:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყება და 17:00 საათზე რიყის პარკის ტერიტორიაზე დასრულდება.

კომპანია "ეივონი" ყოველწლიურად მართავს ვარდისფერ ღონისძიებას მთელ მსოფლიოში, სადაც ათიათასობით ადამიანი იღებს მონაწილებობას.

"ეივონ საქართველო" მსოფლიო საქველმოქმედო პროგრამას 2013 წლიდან შეუერთდა და პირველივე წელს ერთგული მომხმარებლებისა და წარმომადგენლების დახმარებით შეძლო ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატის შეძენა. აღნიშნული აპარატი კომპანია "ეივონმა" კიბოს კვლევით ცენტრს გადასცა, კერძოდ კი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიას, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს აქვს უფასო გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა