სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს სამინისტროში მინისტრის ორი ახალი მოადგილე და ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე წარადგინა. დღეიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძეა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ლევან დავითაშვილიც, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

დღესვე მინისტრმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარეც წარადგინა. აღნიშნულ პოსტზე გიორგი სამანიშვილი დაინიშნა, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

როგორც მინისტრმა ოთარ დანელიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, სამინისტროში ბევრი ახალი პროექტია განსახორციელებელი, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც. ამდენად, განხორციელებული საკადრო ცვლილებები აუცილებელია.

მინისტრმა ორი ახალი მოადგილის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, ლევან დავითაშვილზე საუბრისას ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველის კარგად ჩატარებით, მან აჩვენა თუ რა შეუძლია. მინისტრი მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილი მინისტრის აპარატს გააძლიერებს.

ოთარ დანელიამ ასევე ისაუბრა ახალ პირველ მოადგილეზეც. მისი ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძე ამერიკაში სწავლობდა, იგი გამოირჩევა კარგი კომუნიკაციის უნარით. თვეების განმავლობაში პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ იგი ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში და მემორანდუმი ვეტერინარიის კუთხით, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ექსპერტიზის გაზიარების მიზნით გაფორმდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის