სემეკი ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტექნიკურ პროცედურებს აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ არაგაზიფიცირებულ დასახლებაში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების წესები განსაზღვრა.

სემეკის ინფორმაციით, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის მიერთება, სადაც გაზიფიცირება არ არის, ასეთ შემთხვევაში მსურველსა და გამანაწილებელ ლიცენზიატს შორის უნდა შედგეს ურთიერთშეთანხმება, მათ შორის მიერთების საფასურზეც.

შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიერთების მსურველს შეუძლია მიმართოს სხვა კომპანიას და თვითონ (ან ამ სხვა კომპანიის მეშვეობით) უზრუნველყოს საჭირო საპროექტო და სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოები.

განაწილების ლიცენზიატი ყველა შემთხვევაში ვალდებულია უფასოდ გასცეს ტექნიკური პირობა განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიერთების წერტილზე, მიერთების წნევის საფეხურზე და მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეზე.

როგორც სემეკში განმარტავენ, ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატმა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს მიერთების წერტილი და ამ მიერთებისთვის საჭირო სხვა მოთხოვნები ისე, რომ ეს დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან.

მიერთების მსურველი (შეუთანხმებლობის შემთხვევაში) ვალდებულია სრულად დაიცვას ტექნიკური პირობის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.

ტექნიკური პირობის ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები. განაწილების ლიცენზიატს არ შეუძლია ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

იმის მიუხედავად, თუ ვინ ასრულებს სამუშაოებს, განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (მსურველის მიერ მითითებულ პერიოდში), აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელება.

ტექნიკური ზედემხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული პაკეტების მიხედვით. კერძოდ, დაბალი წნევის შემთხვევაში 0–6 კუბ.მ/სთ–ზე აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დღგ–ს ცათვლით 170 ლარს შეადგენს.

6–10 კუბ.მ/სთ–ზე ვადა განისაზღვრება ასევე 5 სამუშაო დღით, ხოლო საფასური 300 ლარს შეადგენს.

11–16 კუბ.მ/სთ–ზე ვადა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ხოლო საფასური 750 ლარია.

17–25 კუბ.მ/სთ–ზე – 10 სამუშაო დღე, საფასური – 900 ლარი; 41-65 კუბ.მ/სთ–ზე – 10 სამუშაო დღე, საფასური – 8300 ლარი; 66–100კუბ.მ/სთ–ზე – 10 სამუშაო დღე, საფასური –9000 ლარი; 101–160 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 13000 ლარი; 161–250 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 13000 ლარი; 251–400 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 17000 ლარი; 401–650 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 20000 ლარი; 500–1000 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 21500 ლარი; 800–1600 კუბ.მ/სთ–ზე 15 სამუშაო დღე, საფასური – 23000 ლარი;

საშუალო წნევის შემთხვევაში 66–100კუბ.მ/სთ–ზე – 15 სამუშაო დღე, საფასური –14000 ლარი; 101–160 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 14000 ლარი; 161–250 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 14500 ლარი; 251–400 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 15000 ლარი; 401–650 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 17000 ლარი; 651–1000 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 17500 ლარი; 1000–1600 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 18000 ლარი; 2000-4000ლუბ.მ/სთ–ზე 20 სამუსაო დღე, საფასური – 23000 ლარი; 3200–4000 კუბ.მ/სთ–ზე 20 სამუშაო დღე, საფასური – 25000 ლარი.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა