ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის "GET საქართველო" ხელმძღვანელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის "GET საქართველო" ხელმძღვანელს შტეფან ფონ კრამონ-ტრაუბადელის შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, "GET საქართველო" გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პროექტია, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. პროექტის მიზანია საქართველოში ეკონომიკურ-პოლიტიკური რეფორმების პროცესისა და ეკონომიკის სისტემური პირობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე "GET საქართველო" ხელმძღვანელმა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი" პრეზენტაცია გამართა.

"საქართველოს სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიღარიბის დაძლევაში. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას", - განაცხადა შეხვედრაზე გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის "GET საქართველო" ხელმძღვანელმა.

ოთარ დანელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს ქართული სასოფლო-სამეურნეო პორდუქციისათვის ბაზრების დივერსიფიკაციაზე.

"ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთნხმების გაფორმების შემდეგ ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, რათა ქართული პროდუქციის ხარისხი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ თანამედროვე ევროპულ სტანდარტს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა