საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში განახლებული საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრი გახსნეს

აჭარაში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა კვალიფიკაციის, სერტიფიცირებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა.

ახალი ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა გახსნეს. ცერემონიას ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ცენტრი თანამდეროვე სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ივლისში გერმანული მწარმოებელი კომპანია "Festo"-სგან ლაბორატორიული სტენდები შეიძინა. საქართველოს მთავრობამ და აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის გახსნაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის დაიხარჯა 2 000 000 ლარი და დაახლოებით 500 000 ლარი გამოიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ცენტრში სულ 4 ლაბორატორიაა - ავტომატიკის, ელექტროტექნიკის, პნევმატიკისა და ჰიდრავლიკის. საწვრთნელი ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე სასწავლო სიმულატორებით, რაც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მოქმედ მეზღვაურებსა და უცხოელ სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება, აიმაღლონ მათი კვალიფიკაცია და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე. საერთაშორისო დონის სიმულაციური ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში.

დღესვე, მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელ ცენტრში გაიხსნა გამოჩენილი სამხედრო მოღვაწის, ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალ თეოდორ სპადეს (1891-1970) მემორიალური დაფა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ლატვიის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კონფერენციების, კულტურული და სპორტული აქტივობების ორგანიზებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო