ირაკლი გილაური "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი აღარ იქნება

2015 წლის ზაფხულში "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, სტრუქტურული ცვლილების შედეგად, ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან.

ბანკის განახლებული კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს იურიდიულ რესტრუქტურიზაციას, რომლის შედეგად მოხდება საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ, არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდება მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. 2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში.

ირაკლი გილაური ასევე განაგრძობს საქმიანობას "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოვალეობას. ბანკის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნება საქართველოს ბანკის ამჟამინდელი დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულების – Georgia Healthcare Group-ის ("GHG") გენერალურ დირექტორად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის