რუსული ენა სუამ-ის სამუშაო ენა აღარ იქნება

რუსული ენა სუამ-ის სამუშაო ენა აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაველ კლიმკინი საკუთარ "ტვიტერზე" ავრცელებს.

"მუშაობის დაწყებამდე, სხდომის წაყვანა მონაწილეებს არა რუსულ ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზე შევთავაზე, რასაც საერთო თანხმობა მოჰყვა", - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ტვიტერზე".

უკრაინული მედიის ცნობით, სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის თავმჯდომარედ უკრაინა დასახელდა.

აქამდე სუამ-ის ოფიციალური სამუშაო ენა ინგლისური და რუსული იყო.

სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია სუამ-ი 1997 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონომია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია