გერმანული ბრენდი KARE უკვე თბილისშია

საახალწლო საჩუქარი თბილისს; „ცხოვრება დინების საპირისპიროდ“ სლოგანი, რომელსაც ავეჯისა და დეკორაციის ბრენდი KARE სთავაზობს მთელ მსოფლიოს, უკვე თბილისელებსაც შეუძლიათ გაიზიარონ. KARE თბილისი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის, განათებისა და აქსესუარების უახლეს ტენდენციებს, უნიკალურ დიზაინს და სახლის დეკორაციის წარმოუდგენელ იდეებს. KARE თბილისში წარმოდგენილი ყველა პროდუქტი შეესაბამება KARE-ს ფილოსოფიას: „ყველაფერი, გარდა InterPressNews.Geჩვეულებრივისა“. მთელ მსოფლიოში KARE-ს მომხმარებელი კრეატიული, ინდივიდუალური და ცოტა სიგიჟის მოყვარული ხალხია.

„ჩვენ ვქმნით საუკეთესო დიზაინს და მიგვაქვს ის ფართო აუდიტორიამდე. KARE-ს მაღაზიები ჰგავს თეატრს, რომელიც გვიყვება ისტორიას დიზაინისა და ინტერიერის შესახებ“, - ამბობს KARE Design GMBH-ის დამფუძნებელი და დირექტორი პიტერ შონჰოფენი.

KARE თბილისის 2000 კვ.მ. მაღაზიაში წარმოდგენილია გერმანელი დიზაინერების მიერ შექმნილი ინტერიერები, რომელიც სრულიად ახალ სამყაროს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს და ამოვარდნილია ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან. სახლი, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. KARE-ს ავეჯი, განათება და აქსესუარები შემქნილია დახვეწილი ინტერიერისა და უნიკალური დიზაინის მოყვარულებისთვის.

ბრენდი KARE 1981 წელს დაარსდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში და მალე დაიპყრო დიზაინერებისა და დეკორაციის ენთუზიასტების გული. საერთაშორისო მარკეტინგული კველევის შედეგად პროდუქტების მრავალფეროვნებით KARE ყოველთვის გამორჩეულია, მისი ხაზი მუდმივად განახლების პროცესშია და InterPressNews.Geყოველთვის ერგება მომხამერებლის მოთხოვნას. დღევანდელი მონაცემებით ბრენდი KARE წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში და აქტიურად განაგრძობს გლობალურ ზრდას.

KARE-ს მთლიან კოლექცია წარმოდგენლია გლობალურ ვებ გვერდის ქართულ გვერდზე www.kare-tbilisi.ge

KARE Tbilisi

დავით აღმაშენებლის ხეივანი 38

ტელ: +995 32 224 1881

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია