ირაოს ავტოდაზღვევის პროდუქტი "კასკო", ყველასაგან განსხვავებული ინდივიდუალური ტარიფიკაციის სისტემაა, როდესაც დაზღვევის ფასი დგინდება ავტომფლობელის პირად მონაცემებზე დაყრდნობით:მძღოლის მართვის ისტორია, გამოცდილება, ჯარიმები. „წესიერ მძღოლს“ ენიჭება ბაზარზე უალტერნატივოდ დაბალი ტარიფი. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად აირჩიოს დაზღვევის ნებისმიერი სხვა კომპონენტი: ფრანშიზა, დამატებითი დაფარვები, ლიმიტები, გადახდის გრაფიკი და ა.შ., იმისათვის რომ შეადგინოს მისთვის მოქნილი და ფინანსურად ხელმისაწვდომი პაკეტი.
ირაოს მიერ წარმოდგენილი და მიმდინარე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ირაოს ოფიციალურ ვებ-გვერდ: www.casco.ge-ზე გაიგოს მისი მანქანის ავტოჰოროსკოპის და ასტროლოგიური პროგნოზი, ასევე დათვალოს ავტომობილის დაზღვევის ღირებულება შემდეგ ბმულზე: http://calculator.casco.ge/
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ადგილობრივ ბაზარზე 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანიაა, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით, ირაო წარმოადგენს სტაბილურ კომპანიას, რომელიც რაციონალური ფასისა და მომსახურების ხარისხის ოპტიმალური კომბინაციით, სთავაზობს მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტების მრავალფეროვან პორტფოლიოს. კომპანიის აქტივების 100 % მფლობელია ევროპაში უმსხვილესი ვენის სადაზღვევო ჯგუფი - VIENNA INSURANCE GROUP, რომელიც წარმოდგენილია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 25 ქვეყანაში, 50 სადაზღვევო კომპანიით.
(R)