ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა პაველ როზენკომ "ფეისბუქით" გაავრცელა.

"ეს-ესაა მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დანიშნა. როგორც თავად ზღულაძემ თქვა, მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა - ავანტიურა", - დაწერა უკრაინელმა მინისტრმა "ფეისბუქზე".

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი დღეს პირადად გადასცა.

ეკა ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2006 წელს, 26 წლის ასაკში დაინიშნა. ზღულაძე ამ პოსტზე 2012 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს