ამბროლაურში "ბანკი კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა

ამბროლაურში "ბანკი კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა. ფილიალი "კონსტანტას" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქურდიანმა ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ეს რაჭის რეგიონში "ბანკი კონსტანტას" პირველი ფილიალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "კონსტანტადან" აცნობეს, ბანკის კლიენტებს 20 იანვრამდე, უფასოდ გაეხსნებათ მიმდინარე ანგარიში და საჩუქრად გადაეცემათ პლასტიკური ბარათი.

მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, "ბანკი კონსტანტა", რომლის აქციების 100%-ის მფლობელი თიბისი ბანკია, საქართველოს მასშტაბით 60 ფილიალს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს მის მომხმარებლებს რეგიონებსა და ქალაქებში, მიიღონ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი მეურნეობებისა თუ მიკრო ბიზნესების გასავითარებლად.

"ბანკი კონსტანტა" კომერციული ბანკის სტატუსით 2008 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება მიკრო და მცირე ბიზნესისათვის ფინანსური მომსახურების გაწევაა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის