"მშვიდობის ფონდის" კვლევით, ქმედუუნარო სახელმწიფოების რიგში საქართველო 63-ე ადგილზეა

დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ფონდმა "მშვიდობის ფონდი" 2014 წლის ქმედუუნარო სახელმწიფოების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 63-ე ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა ამ მონაცემებში სენეგალსა და ბუტანს შორის მოხვდა.

ამ სიაში რუსეთი 85-ე ადგილს იკავებს, უკრაინა - 113-ს, სომხეთი - 104-ე, აზერბაიჯანი 76-ზეა. ყველაზე სტაბილური ქვეყანა ჩამონათვალში ფინეთია, რომელიც სიის ბოლოში - 178-ეა.

ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევა ეყრდნობა 12 ინდიკატორს, მათ შორის: დემოგრაფიული ზეწოლა, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, დაძაბულობა საზოგადოებაში უკმაყოფილო ჯგუფების გამო, ადამიანთა ემიგრაცია, არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ლეგიტიმურობა, საჯარო მომსახურება, ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, ელიტური/კლანური ჯგუფები, საგარეო ჩარევა. ამ მონაცემების ქულების ჯამი საქართველოს შემთხვევაში, მთლიანობაში, 82,7-ს შეადგენს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის