ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სოლიდარობის აქციები გაიმართა

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის აქციები გაიმართა.

"ბიბისის" ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების თანადგომის მიზნით საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეებს ფურცლები - წარწერით Je suis Charlie (მე შარლი ვარ) - ეკავათ ხელში.

რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ტულუზაში, საიდანაც იყო ჟურნალის ერთ-ერთი თანამშრომელი, ეკონომისტი და ჟურნალისტი ბერნარ მარი, ლიონში - 10 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ნანტში აქციის მონაწილეთა შორის იყო საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ეირო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია.

InterPressNews.Ge7 იანვარს პარიზში, ყოველკვირეულ ჟურნალ Charlie Hebdo-ის რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაღუპულთა შორის არის ჟურნალის რედაქტორი სტეფან შარბონიე, რომელიც მანამდე იღებდა მუქარის მესიჯებს. ბოლო პერიოდში 47 წლის სტეფან შარბონიე პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის ასევე არიან კარიკატურისტები - ვოლინსკი, კაბუ, ბერნარ ვერლაკი, ჟურნალისტი ბერნარ მარი.

საფრანგეთის პოლიციამ უკვე გამოაქვეყნა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებ კუაშებზე - 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზე. მესამე ეჭვმიტანილი კი 18 წლის ამიდ მურადია, რომელიც ფრანგული პრესის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

InterPressNews.Ge"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელს მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. "ბიბისის" ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს