ზაზა ურუშაძე - გავგიჟდები კიდევ

"გავგიჟდები კიდევ!", - ასე გამოეხმაურა ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე მისი ფილმის, "მანდარინების" "ოსკარის" ნომინანტებს შორის დასახელებას.

"ვულოცავ ჩემს არაჩვეულებრივი ჯგუფის წევრებს. ვულოცავ ქართულ კინოს!", - დაწერა რეჟისორმა "ფეისბუქზე".

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის დასახელდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა.

ამავე კატეგორიაში დასახელდნენ "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და "ველური ზღაპრები" (არგენტინა).

"ოსკარის" დაჯილდოების 87-ე ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარისთვის" იბრძოლებს!

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე