ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს "ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის "მანდარინების" დასახელებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ესტონეთს ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმის "მანდარინები" დასახელებას ულოცავს.

"ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს! ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი "ოსკარზეა" ნომინირებული. "მანდარინები", ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც "ფეისბუქში", პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ოსკარზე" წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.

უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და "ველური ზღაპრები" (არგენტინა).

"ოსკარით" დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა