საკრებულოში "ჰაინრიჰ ბიოლის მწვანე პოლიტიკური ფონდისა" და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლებს მოუსმინეს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის მწვანე პოლიტიკური ფონდისა და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლებს მოუსმინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, ორგანიზაციის წევრებმა, თბილისისათვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია "კოპენჰაგენი 2025–ნახშირორჟანგისაგან თავისუფალი ქალაქი" წარმოადგინეს.

პრეზენტაცია დანიის დედაქალაქის გამოცდილებისა და ადგილობრივი საჭიროებისათვის მათი ადექვატური ადაპტირების პერსპექტივებზე დაყრდნობით იყო მომზადებული და ისეთ ძირითად საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა ახალი უბნების დაგეგმარების საკითხი, ქალაქის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია, სატრანსპორტო პოლიტიკა და გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები.

პრეზენტაციას წინ უძღოდა ჰაინრიჰ ბიოლის წერილობითი მიმართვა გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილისა და კომისიის დანარჩენი წევრების მიმართ, რომელშიც თბილისის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაზე იყო საუბარი.

მწვანე პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელმა თამარ ანთიძემ კომისიის წევრებს დედაქალაქში 2009 წლისათვის არსებული მდგომარეობის კვლევები გააცნო, რომელიც, ძირითადად, ტრანსპორტის, პარკინგისა და მშენებლობის საკითხებს უკავშირდებოდა.

მისი განცხადებით, 2009 წლის მონაცემებით, თბილისში კერძო ავტომობილების წილის მაჩვენებელი ტრანსპორტის მთლიან მაჩვენებლში 73%–ს წარმოადგენდა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, ჰაერის დაბინძურების ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად აღნიშნული პრობლემა მოიაზრება.

მანვე კომისიის წევრებს კოპენჰაგენისა და ზოგადად, ევროპის მაგალითიდან გამომდინარე, საკითხის გადაჭრის ხედვა გააცნო. როგორიცაა ევროპის მაგალითზე ტრასპორტის დაგეგმარების წახალისება, ეკოლოგიურად სუფთა, ბიო საწვავის როგორც კერძო, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხმარება, თბილისისათვის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შედგენა, ასევე ენერგოეფექტურობის ზრდა.

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა კი დეპუტატებს პრეზენტაცია იმ გამოწვევების შესახებ წარუდგინა, რომელთა წინაშეც კოპენჰაგენი მისთვის 2014 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის სტატუსის მინიჭებამდე იდგა. მან ასევე თბილისის კარბონ–ნეიტრალურ ქალაქად გადაქცევის გზებზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, გათბობაზე ნახშიროჟანგის შემცირებით, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით კერძო სექტორსა და საოჯახო მეურნეობებში და ასევე მზის პანელების დამონტაჟების ხელშეწყობით და სხვა მნიშვნელოვანი საშუალებებითაა შესაძლებელი.

შეხვედრაზე დეპუტატებმა ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკულებისა და მერების შეთანხმების საფუძველზე აღებულ ვალდებულებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც, თბილისს გარემოს დაცვის საკითხების დაცვას და ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემით უზრუნველყოფასა და სხვა სისტემებთან ინტეგრაციას ავალდებულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა