უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

გარდა ამისა, როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ შეტაკებისას დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა მსუბუქად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტიდან. ოპერაცია განხორციელდა იმის გამო, რომ მომხდარიყო ყურადღების გადატანა უკრაინული მხარის მიერ და განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, რათა მოხერხებულიყო დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ მცირემასშტაბიანი შეტაკების დროს 1 ქართველი დაიღუპა და 3 დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება", - განაცხადა დავით მაყიშვილმა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქართველები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობენ.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის